სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს იდეების კონკურსს „შენი იდეა ტყისთვის“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს.
თუ გაქვს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს:
– ტყის დაცვას
-ტყის აღდგენას
– ტყის დაცვას მავნებლებისგან
– ტყის ხანძრების პრევენციას
– ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობას
– ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად, კურატორი მასწავლებლის მხარდაჭერით.
განაცხადების მიღება: 2026 წლის 24 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო იდეას, რომელთა ავტორები ფინალურ ღონისძიებაზე წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/z39oPm4nET2NzB5D8
კონკურსი ტარდება პროექტ “ECO.Georgia“-ს ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის მიერ და ხორციელდება გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.