ჩვენს შესახებ

stipendia.ge არის საქართველოში პირველი საგანმანათლებლო-საძიებო პორტალი უცხოეთში სწავლის მსურველთათვის,  რომელიც  ერთ სივრცეში აერთიანებს  უცხოეთში სწავლის ყველა შესაძლებლობას.

 

პორტალი გაძლევთ შესაძლებობას გაიმარტივოთ ძიების პროცესი უცხოეთში სწავლისთვის.  იმის ნაცვლად, რომ თვეების განმავლობაში შეისწავლოთ ათასობით საინფორმაციო ვებგვერდი თუ სასტიპენდიო პროგრამა,  stipendia.ge გაჩვენებთ სწრაფად, მარტივად და უფასოდ, თუ რომელი სტიპენდიები შეესაბამება თქვენს პროფილს.

 

პორტალი მუდმივად განახლებადია და ყოველდღიურად გთავაზობთ მიმდინარე სტიპენდიებს  მთელი მსოფლიოდან.  სტიპენდიები დაყოფილია როგორც კატეგორიების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა ), ასევე საბუთების მიღების ბოლო ვადების მიხედვით, რაც მაქსიმალურად გაგიადვილებთ სასურველი სტიპენდიის პოვნას.

 

ჩვენ გაჩვენებთ, რომ სტიპენდიები  ყველასთვისაა. პორტალზე შესაძლებელია სასურველი სტიპენდიისა თუ გრანტის მოძიება ყველა სფეროს წარმომადგენელისთვის.  მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს, ჟურნალისტებს, მწერლებს, რეჟისორებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს,   რომელთაც უცხოეთში სწავლის გაგრძელების ან გადამზადების სურვილი აქვთ, პორტალზე შეუძლიათ  მოიძიონ როგორც შესაბამისი სასწავლო თუ პროფესიული სტიპენდიები და გრანტები, ასევე ყველა საჭირო ინფორმაცია და რჩევა , თუ როგორ შეძლონ უცხოეთში სწავლის გაგრძელება.

 

პრაქტიკულ რჩევები მოცემულია კითხვა-პასუხის სტილში,  შედეგად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იპოვოთ კონკრეტული, ამომწურავი და კომპენტენტური პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე.

გარდა ამისა, ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ:  ტექნოლოგიური სიახლები, სიახლეები განათლების სფეროში,  ტრენინგები და სასწავლო კურსები, ვაკანსიები, უნივერსიტეტის კატალოგები.