Loading...

კონკურსი მოსწავლეებისთვის – „შენი იდეა ტყისთვის“

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს იდეების კონკურსს „შენი იდეა ტყისთვის“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს. თუ გაქვს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს:...
9 აგვისტო 2026
კონკურსი მოსწავლეებისთვის – „შენი იდეა ტყისთვის“

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს იდეების კონკურსს „შენი იდეა ტყისთვის“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს.

თუ გაქვს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს:

– ტყის დაცვას
-ტყის აღდგენას
– ტყის დაცვას მავნებლებისგან
– ტყის ხანძრების პრევენციას
– ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობას
– ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად, კურატორი მასწავლებლის მხარდაჭერით.

 

განაცხადების მიღება: 2026 წლის 24 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით.

 

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო იდეას, რომელთა ავტორები ფინალურ ღონისძიებაზე წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

სარეგისტრაციო ბმული : https://forms.gle/z39oPm4nET2NzB5D8

კონკურსი ტარდება პროექტ “ECO.Georgia“-ს ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის მიერ და ხორციელდება გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.