DAAD-ის კვლევითი გრანტი გერმანიაში (Research Grants in Germany), რომელიც განკუთვნილია დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის.
პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევრებს განახორციელონ საკვლევი პროექტი გერმანიის სახელმწიფო ან სახელმწიფო მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში / სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
-
დოქტორანტებს: პირებს, რომლებიც სწავლობენ სადოქტორო პროგრამაზე გერმანიის ფარგლებს გარეთ (სადოქტორო საფეხურის დაწყებიდან განაცხადის შეტანის მომენტამდე არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი).
-
პოსტდოქტორანტებს: მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ხარისხი მოიპოვეს ბოლო 4 წლის განმავლობაში.
(შენიშვნა: პროგრამა არ ითვალისწინებს იმ პირთა დაფინანსებას, რომლებიც სრულ სადოქტორო პროგრამას გერმანულ უნივერსიტეტში გადიან).
დაფინანსების ხანგრძლივობა
-
დოქტორანტებისთვის: 2-დან 12 თვემდე.
-
პოსტდოქტორანტებისთვის: 2-დან 6 თვემდე.
რას ფარავს სტიპენდია?
-
ყოველთვიურ სტიპენდიას.
-
ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და პასუხისმგებლობის დაზღვევას.
-
მგზავრობის ხარჯების ერთჯერად კომპენსაციას.
-
საჭიროების შემთხვევაში: გერმანული ენის მოსამზადებელ კურსებს ან ენის სერტიფიცირების (TestDaF / DSH) საფასურის ანაზღაურებას.
საჭირო დოკუმენტაცია
განაცხადი ივსება ონლაინ, DAAD-ის პორტალზე, სადაც უნდა აიტვირთოს:
-
ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.
-
სამოტივაციო წერილი (1-2 გვერდი).
-
საკვლევი პროექტის დეტალური აღწერა/პროპოზალი (მაქს. 10 გვერდი), შეთანხმებული გერმანელ სამეცნიერო ხელმძღვანელთან.
-
მოწვევა/თანხმობის წერილი გერმანული მასპინძელი უნივერსიტეტიდან ან კვლევითი ინსტიტუტიდან.
-
დიპლომები და ნიშნების ფურცელი (Transcript of Records) ინგლისურ ან გერმანულ ენაზე თარგმანით.
-
სარეკომენდაციო წერილი პროფესორისგან/სამეცნიერო ხელმძღვანელისგან (გენერირდება DAAD-ის პორტალიდან სპეციალური ფორმით).
შერჩევის კრიტერიუმები
-
განმცხადებლის აკადემიური კვალიფიკაცია.
-
საკვლევი პროექტის ხარისხი (ორიგინალურობა, აქტუალობა, მომზადების დონე და განრიგის რეალისტურობა).
-
აპლიკანტის პოტენციალი და კვლევის მნიშვნელობა მისი შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.
განაცხადების წარდგენის ვადები:
დამატებითი ინფორმავია იხილეთ ბმულზე.