Loading...

კვლევითი სტიპენდიები გერმანიაში

DAAD-ის კვლევითი გრანტი გერმანიაში (Research Grants in Germany), რომელიც განკუთვნილია დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევრებს განახორციელონ საკვლევი პროექტი გერმანიის სახელმწიფო ან სახელმწიფო მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში / სამეცნიერო-კვლევით...
კვლევითი სტიპენდიები გერმანიაში

DAAD-ის კვლევითი გრანტი გერმანიაში (Research Grants in Germany), რომელიც განკუთვნილია დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის.

პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევრებს განახორციელონ საკვლევი პროექტი გერმანიის სახელმწიფო ან სახელმწიფო მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში / სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

 ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • დოქტორანტებს: პირებს, რომლებიც სწავლობენ სადოქტორო პროგრამაზე გერმანიის ფარგლებს გარეთ (სადოქტორო საფეხურის დაწყებიდან განაცხადის შეტანის მომენტამდე არ უნდა იყოს გასული 3 წელზე მეტი).

  • პოსტდოქტორანტებს: მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ხარისხი მოიპოვეს ბოლო 4 წლის განმავლობაში.

(შენიშვნა: პროგრამა არ ითვალისწინებს იმ პირთა დაფინანსებას, რომლებიც სრულ სადოქტორო პროგრამას გერმანულ უნივერსიტეტში გადიან).

 დაფინანსების ხანგრძლივობა

  • დოქტორანტებისთვის: 2-დან 12 თვემდე.

  • პოსტდოქტორანტებისთვის: 2-დან 6 თვემდე.

 რას ფარავს სტიპენდია?

  • ყოველთვიურ სტიპენდიას.

  • ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და პასუხისმგებლობის დაზღვევას.

  • მგზავრობის ხარჯების ერთჯერად კომპენსაციას.

  • საჭიროების შემთხვევაში: გერმანული ენის მოსამზადებელ კურსებს ან ენის სერტიფიცირების (TestDaF / DSH) საფასურის ანაზღაურებას.

საჭირო დოკუმენტაცია

განაცხადი ივსება ონლაინ, DAAD-ის პორტალზე, სადაც უნდა აიტვირთოს:

  1. ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.

  2. სამოტივაციო წერილი (1-2 გვერდი).

  3. საკვლევი პროექტის დეტალური აღწერა/პროპოზალი (მაქს. 10 გვერდი), შეთანხმებული გერმანელ სამეცნიერო ხელმძღვანელთან.

  4. მოწვევა/თანხმობის წერილი გერმანული მასპინძელი უნივერსიტეტიდან ან კვლევითი ინსტიტუტიდან.

  5. დიპლომები და ნიშნების ფურცელი (Transcript of Records) ინგლისურ ან გერმანულ ენაზე თარგმანით.

  6. სარეკომენდაციო წერილი პროფესორისგან/სამეცნიერო ხელმძღვანელისგან (გენერირდება DAAD-ის პორტალიდან სპეციალური ფორმით).

შერჩევის კრიტერიუმები

  • განმცხადებლის აკადემიური კვალიფიკაცია.

  • საკვლევი პროექტის ხარისხი (ორიგინალურობა, აქტუალობა, მომზადების დონე და განრიგის რეალისტურობა).

  • აპლიკანტის პოტენციალი და კვლევის მნიშვნელობა მისი შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

განაცხადების წარდგენის ვადები:

-17 აგვისტო 2026: წასვლა 2027 წლის თებერვლიდან
-16 ნოემბერი 2026: წასვლა 2027 წლის ივნისიდან
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც გერმანულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი მკვლევარებისთვის.

დამატებითი ინფორმავია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.