გაითვალისწინეთ: პროგრამა არის კვალიფიკაციის ასამაღლებელი და პროფესიული ქსელის გასაფართოებელი, ის არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს (Non-degree).
ვის შეუძია მონაწილეობის მიღება:
პროგრამა განკუთვნილია კარიერის შუა ფაზაში მყოფი ლიდერებისთვის (Mid-career professionals), რომლებსაც აქვთ საჯარო სამსახურის/საზოგადოებრივი საქმიანობის გამოცდილება და განვითარების მაღალი პოტენციალი.
ძირითადი კრიტერიუმები:
-საქართველოს მოქალაქეობა და ქვეყანაში მიმდინარე რეზიდენტობა (ამჟამად დასაქმებული უნდა იყოთ საქართველოში).
-ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული 4-წლიანი) აკადემიური ხარისხი.
-მინიმუმ 5 წლის სრული სამუშაო გამოცდილება ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ (2026 წლის აგვისტომდე).
-მენეჯერული, მმართველობითი ან პოლიტიკის შემუშავების პასუხისმგებლობები სამსახურში.
-ინგლისური ენის ცოდნა: მინიმალური ქულა – TOEFL (72), Duolingo (100) ან IELTS (6.0). ნომინირებულ კანდიდატებს ოფიციალური TOEFL-ის ტესტის ვაუჩერი უფასოდ გადაეცემათ.
მიმართულებები (Fields of Study)
აპლიკანტი უნდა მუშაობდეს და სტიპენდიას ითხოვდეს შემდეგი სფეროებიდან ერთ-ერთში:
-მედია და ჟურნალისტიკა (Communications and Journalism) – საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ციფრული მედია, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR).
-კანონი და მმართველობა (Law and Governance) – იურისტები, მოსამართლეები, სამართალდამცავები, ადამიანის უფლებების და კორუფციასთან ბრძოლის სპეციალისტები.
-ბუნებრივი რესურსების პოლიტიკა (Natural Resources Policy) – ენერგეტიკა, კრიტიკული მინერალები, წყლის რესურსები, სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება.
-საჯარო და ეკონომიკური პოლიტიკა (Public and Economic Policy) – ვაჭრობა, ინვესტიციები, ფისკალური პოლიტიკა, განათლების ადმინისტრირება, საჯარო სექტორის მენეჯმენტი.
-ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი (Public Health Policy and Management) – ინფექციური დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების მართვა, კლინიკური მენეჯერები.
-ტექნოლოგიების პოლიტიკა და მენეჯმენტი (Technology Policy and Management) – კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მართვა (Data Governance), ციფრული ინფრასტრუქტურა.
რა ფინანსდება?
-პროგრამა არის სრულად დაფინანსებული (Fully Funded) აშშ-ის მთავრობის მიერ და ფარავს:
-საერთაშორისო მგზავრობის (ავიაბილეთების) ხარჯებს.
-სწავლის საფასურს მასპინძელ უნივერსიტეტში.
-ყოველთვიურ სტიპენდიას (ცხოვრების, კვებისა და მიმდინარე ხარჯებისთვის).
-ჯანმრთელობის დაზღვევას.
-წიგნებისა და პროფესიული განვითარების ერთჯერად შემწეობას.
როგორ უნდა შევიტანოთ განაცხადი (საჭირო დოკუმენტები)
განაცხადი ივსება ონლაინ, სპეციალურ სისტემაში: https://apply.iie.org/huberthhumphrey
აპლიკაცია უნდა შეიცავდეს:
შევსებულ სააპლიკაციო ფორმას (ესეები უნდა იყოს დაწერილი ინგლისურად, ამომწურავად).
ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ერთი აუცილებლად მიმდინარე დამსაქმებლისგან).
აკადემიური ტრანსკრიპტები (ნიშნების ფურცელი) ინგლისურ ენაზე ბაკალავრის ხარისხისთვის. (სხვა შემდგომი ხარისხების შემთხვევაში – მაგისტრატურა/დოქტორანტურა – საჭიროა მხოლოდ დიპლომები).
საქართველოში მინიმუმ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (ცნობა სამსახურიდან ინგლისური თარგმანით).
დეტალური CV (რეზიუმე) ინგლისურ ენაზე.
პასპორტის ბიომეტრიული გვერდის ასლი.
კითხვების შემთხვევაში, აპლიკანტებს შეუძლიათ მიწერონ აშშ-ის საელჩოს: TbilisiExchanges@state.gov
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 აკადემიური წელი (ხარისხის მინიჭების გარეშე)
ადგილმდებარეობა: აშშ (სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტები)