Loading...

ერთ წლიანი სრულად დაფინანსებული პროგრამა ამერიკაში

გამოცხადდა ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული პროგრამა.ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდია (Hubert H. Humphrey Fellowship) არის „ფულბრაიტის“ (Fulbright) გაცვლითი პროგრამის ნაწილი. ეს არის ერთწლიანი პროგრამა გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომელიც მოიცავს მაგისტრატურის დონის აკადემიურ...
ერთ წლიანი სრულად დაფინანსებული პროგრამა ამერიკაში
გამოცხადდა ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული პროგრამა.ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდია (Hubert H. Humphrey Fellowship) არის „ფულბრაიტის“ (Fulbright) გაცვლითი პროგრამის ნაწილი. ეს არის ერთწლიანი პროგრამა გამოცდილი პროფესიონალებისთვის, რომელიც მოიცავს მაგისტრატურის დონის აკადემიურ კურსებს (Academic Study) და მინიმუმ 6-კვირიან პროფესიულ სტაჟირებას/პრაქტიკას (Professional Affiliation) აშშ-ის სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში.

გაითვალისწინეთ: პროგრამა არის კვალიფიკაციის ასამაღლებელი და პროფესიული ქსელის გასაფართოებელი, ის არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს (Non-degree).

 

 ვის შეუძია მონაწილეობის მიღება:

პროგრამა განკუთვნილია კარიერის შუა ფაზაში მყოფი ლიდერებისთვის (Mid-career professionals), რომლებსაც აქვთ საჯარო სამსახურის/საზოგადოებრივი საქმიანობის გამოცდილება და განვითარების მაღალი პოტენციალი.

 

ძირითადი კრიტერიუმები:

-საქართველოს მოქალაქეობა და ქვეყანაში მიმდინარე რეზიდენტობა (ამჟამად დასაქმებული უნდა იყოთ საქართველოში).

-ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული 4-წლიანი) აკადემიური ხარისხი.

-მინიმუმ 5 წლის სრული სამუშაო გამოცდილება ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ (2026 წლის აგვისტომდე).

-მენეჯერული, მმართველობითი ან პოლიტიკის შემუშავების პასუხისმგებლობები სამსახურში.

-ინგლისური ენის ცოდნა: მინიმალური ქულა – TOEFL (72), Duolingo (100) ან IELTS (6.0). ნომინირებულ კანდიდატებს ოფიციალური TOEFL-ის ტესტის ვაუჩერი უფასოდ გადაეცემათ.

 

მიმართულებები (Fields of Study)

აპლიკანტი უნდა მუშაობდეს და სტიპენდიას ითხოვდეს შემდეგი სფეროებიდან ერთ-ერთში:

-მედია და ჟურნალისტიკა (Communications and Journalism) – საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ციფრული მედია, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR).

-კანონი და მმართველობა (Law and Governance) – იურისტები, მოსამართლეები, სამართალდამცავები, ადამიანის უფლებების და კორუფციასთან ბრძოლის სპეციალისტები.

-ბუნებრივი რესურსების პოლიტიკა (Natural Resources Policy) – ენერგეტიკა, კრიტიკული მინერალები, წყლის რესურსები, სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება.

-საჯარო და ეკონომიკური პოლიტიკა (Public and Economic Policy) – ვაჭრობა, ინვესტიციები, ფისკალური პოლიტიკა, განათლების ადმინისტრირება, საჯარო სექტორის მენეჯმენტი.

-ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი (Public Health Policy and Management) – ინფექციური დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების მართვა, კლინიკური მენეჯერები.

-ტექნოლოგიების პოლიტიკა და მენეჯმენტი (Technology Policy and Management) – კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მართვა (Data Governance), ციფრული ინფრასტრუქტურა.

 

რა ფინანსდება?

-პროგრამა არის სრულად დაფინანსებული (Fully Funded) აშშ-ის მთავრობის მიერ და ფარავს:

-საერთაშორისო მგზავრობის (ავიაბილეთების) ხარჯებს.

-სწავლის საფასურს მასპინძელ უნივერსიტეტში.

-ყოველთვიურ სტიპენდიას (ცხოვრების, კვებისა და მიმდინარე ხარჯებისთვის).

-ჯანმრთელობის დაზღვევას.

-წიგნებისა და პროფესიული განვითარების ერთჯერად შემწეობას.

 

როგორ უნდა შევიტანოთ განაცხადი (საჭირო დოკუმენტები)
განაცხადი ივსება ონლაინ, სპეციალურ სისტემაში: https://apply.iie.org/huberthhumphrey

აპლიკაცია უნდა შეიცავდეს:

შევსებულ სააპლიკაციო ფორმას (ესეები უნდა იყოს დაწერილი ინგლისურად, ამომწურავად).

ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ერთი აუცილებლად მიმდინარე დამსაქმებლისგან).

აკადემიური ტრანსკრიპტები (ნიშნების ფურცელი) ინგლისურ ენაზე ბაკალავრის ხარისხისთვის. (სხვა შემდგომი ხარისხების შემთხვევაში – მაგისტრატურა/დოქტორანტურა – საჭიროა მხოლოდ დიპლომები).

საქართველოში მინიმუმ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (ცნობა სამსახურიდან ინგლისური თარგმანით).

დეტალური CV (რეზიუმე) ინგლისურ ენაზე.

პასპორტის ბიომეტრიული გვერდის ასლი.

კითხვების შემთხვევაში, აპლიკანტებს შეუძლიათ მიწერონ აშშ-ის საელჩოს: TbilisiExchanges@state.gov

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 აკადემიური წელი (ხარისხის მინიჭების გარეშე)

ადგილმდებარეობა: აშშ (სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტები)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ივლისი.
დამათებითი ინფორმაია იხილეთ ბმულზე.
Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.