ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტომ (Education Development Agency of Latvia) გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა – 2026/2027 აკადემიური წლისთვის .
▫️სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ლატვიის უნივერსიტეტებში, 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას; ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:
ბაკალავრებისთვის – 500 ევრო, ხანგრძლივობა – 10 თვე;
მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა – 10 თვე;
დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა – 11 თვე.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდებზე https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და https://studyinlatvia.lv/scholarships
განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით პლატფოტრმაზე
https://scholarships.viaa.gov.lv/en/login
🔗 ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია დანართის სახით და ვებგვერდზე www.studyinlatvia.lv
წყარო: სამხატვრო აკადემია