Loading...

სასტიპენდიო პროგრამები ლატვიაში

ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტომ (Education Development Agency of Latvia) გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა – 2026/2027 აკადემიური წლისთვის . ▫️სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ლატვიის უნივერსიტეტებში,...
სასტიპენდიო პროგრამები ლატვიაში

ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტომ (Education Development Agency of Latvia) გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამა – 2026/2027 აკადემიური წლისთვის .

▫️სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ლატვიის უნივერსიტეტებში, 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას; ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:

ბაკალავრებისთვის – 500 ევრო, ხანგრძლივობა – 10 თვე;
მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა – 10 თვე;
დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა – 11 თვე.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდებზე https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და https://studyinlatvia.lv/scholarships

განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით პლატფოტრმაზე

https://scholarships.viaa.gov.lv/en/login

🔗 ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია დანართის სახით და ვებგვერდზე www.studyinlatvia.lv

 

წყარო: სამხატვრო აკადემია

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.