Loading...

კონკურსი მოზარდებისთვის

გამომცემლობა ინტელექტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს: შენი საქართველო – შენი დასაბამი! დაწერე იმ ადგილის შესახებ, სადაც ისვენებ, გვიამბე შენი განცდები: რა მოგწონს, რატომ გიყვარს, რა გაკავშირებს და ისიც, რაც...
10 აგვისტო 2026
კონკურსი მოზარდებისთვის
გამომცემლობა ინტელექტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს: შენი საქართველო – შენი დასაბამი!
დაწერე იმ ადგილის შესახებ, სადაც ისვენებ, გვიამბე შენი განცდები: რა მოგწონს, რატომ გიყვარს, რა გაკავშირებს და ისიც, რაც იქ პირველად აღმოაჩინე; შეგიძლია ილუსტრაციაც დაურთო! აი ისე, როგორც ნატი კარდოსოს წიგნშია – „დასაბამი“.
საკონკურსო ნამუშევარი 𝟕𝟎𝟎 სიტყვაში უნდა ჩაეტიოს. გამოგზავნე ვორდის დოკუმენტში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 𝐝𝐚𝐬𝐚𝐛𝐚𝐦𝐢@𝐢𝐧𝐭𝐞𝐥𝐞𝐤𝐭𝐢.𝐠𝐞 აუცილებლად მიუთითე სახელი, გვარი, ასაკი და მშობლის საკონტაქტო ნომერი.
ჩვენ სექტემბერში 𝟏𝟓 საუკეთესო ნამუშევარს შევარჩევთ, რომელიც წიგნად გამოიცემა.
გამარჯვებულებისთვის პრემიები:
𝐈 ადგილი – 𝟓𝟎𝟎 ლარი,
𝐈𝐈 ადგილი – 𝟑𝟎𝟎 ლარი,
𝐈𝐈𝐈 ადგილი – 𝟏𝟓𝟎 ლარი.
 მონაწილეთა ასაკი: 𝟏𝟐-𝟏𝟕 წელი.
 ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2026 წელი,  𝟐𝟏 აგვისტო.
Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.