Loading...

ბავშვთა რუკის ხატვის ეროვნული კონკურსი

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი ერთობლივად აცხადებს ბავშვთა რუკის ხატვის პირველ ეროვნულ კონკურსს. კონკურსის თემა „Maps are for All | რუკები ყველასთვისაა” მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი ხედვით წარმოაჩინონ,...
9 აგვისტო 2026
ბავშვთა რუკის ხატვის ეროვნული კონკურსი

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი ერთობლივად აცხადებს ბავშვთა რუკის ხატვის პირველ ეროვნულ კონკურსს.

კონკურსის თემა

„Maps are for All | რუკები ყველასთვისაა”

მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი ხედვით წარმოაჩინონ, თუ როგორ ეხმარება რუკა ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, განათლებაში, მოგზაურობაში, კულტურაში, სპორტში, გარემოს დაცვაში თუ ინკლუზიურ გარემოში.

ვინ შეიძლება მონაწილეობდეს?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების, ასევე ქართულენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა მოსწავლეს. მიღებული იქნება მხოლოდ ინდივიდუალური ნამუშევრები — ერთი მონაწილე წარადგენს ერთ ნამუშევარს.

გამარჯვებულები

ყოველ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება I, II და III ადგილი. ასევე შესაძლებელია სპეციალური ნომინაციები: Grand PrixBest Cartographic IdeaBest Artistic DesignGT Survey EDU Award და სხვა.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.