Loading...

საგრანტო კონკურსი “სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს: „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“. კონკურსის მიზანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს: • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ინტეგრაციას. • ნდობის...
12 ივლისი 2026
საგრანტო კონკურსი “სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს: „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“.
კონკურსის მიზანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს:
• აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ინტეგრაციას.
• ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაძლიერებას.
• ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და სამშვიდობო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა შეესაბამება კონკურსის მიზნებს.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 180 000 ლარი, ხოლო ერთი პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 30 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: projects.justiceabkhazia@gmail.com
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://abkhazia.gov.ge/public/saministro/MINISTRY-OF-JUSTICE-AND-CIVIL-INTEGRATION/page/დანართი
საკონტაქტო პირი: ნინო ციხელაშვილი, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
📞 +995 595 53 88 57
Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.