Loading...

სემინარი ჟურნალისტებისთვის მიუნხენში

2026 წლის აღმოსავლეთის კურსი: ზაფხულის აკადემია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტური განათლების ინსტიტუტი (ifp) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა, გერმანულად მოსაუბრე ჟურნალისტებს სთავაზობს სამკვირიან ზაფხულის აკადემიას მიუნხენში. სემინარი ჩატარდება ...
4 თებერვალი 2026
სემინარი ჟურნალისტებისთვის მიუნხენში

2026 წლის აღმოსავლეთის კურსი: ზაფხულის აკადემია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისთვის

ჟურნალისტური განათლების ინსტიტუტი (ifp) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა, გერმანულად მოსაუბრე ჟურნალისტებს სთავაზობს სამკვირიან ზაფხულის აკადემიას მიუნხენში.

სემინარი ჩატარდება  2026 წლის 5-24 ივლისს  მიუნხენში.

 

„2026 წლის აღმოსავლეთის კურსის“ პროგრამა მოიცავს ისეთ კლასიკურ ჟურნალისტურ სტილებს, როგორებიცაა ახალი ამბები/რეპორტაჟები, ინტერვიუები და სტატიები, ასევე ინფორმაციის ონლაინ ძიება (ფაქტების შემოწმება) და მობილური რეპორტაჟი. კურსის მესამე კვირის განმავლობაში მონაწილეები ჟურნალისტიკის სკოლის სატელევიზიო სტუდიაში ინტერვიუს ტექნიკის ტრენინგს გაივლიან.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 თებერვალი.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: www.journalistenschule-ifp.de/ostkurs

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.