Loading...

იდეების კონკურსი: ნდობის აღდგენის ინიციატივები

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა „გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის“ – მეორე ფაზა  (FLIP II) აცხადებს კონკურსს ნდობის აღდგენისკენ მიმართული, კონტექსტზე მორგებული ქმედითი საგრანტო იდეების მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის...
3 თებერვალი 2026
იდეების კონკურსი: ნდობის აღდგენის ინიციატივები

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა „გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის“ – მეორე ფაზა  (FLIP II) აცხადებს კონკურსს ნდობის აღდგენისკენ მიმართული, კონტექსტზე მორგებული ქმედითი საგრანტო იდეების მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO), ანალიტიკურ ან კვლევით ცენტრებს და აკადემიურ ინსტიტუტებს. განსაკუთრებით წახალისებულია ქალებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ასევე სათემო და რეგიონული ორგანიზაციების მონაწილეობა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს (INGO) განაცხადის წარდგენა შეუძლიათ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. წარმოდგენილი საგრანტო იდეები უნდა იყოს კონფლიქტისადმი სენსიტიური და ინკლუზიური, ამავდროულად, შეესაბამებოდეს ადგილობრივ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს და ხელს უწყობდეს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე მიზნის მიღწევას:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ინკლუზიური ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენასა და თემატურ თანამშრომლობას როგორც უშუალოდ თემის შიგნით, ასევე სხვადასხვა თემს შორის. აღნიშნული ინიციატივები შეიძლება მოიცავდეს სოციალურ სერვისებსა და განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის,  განსაკუთრებული აქცენტით ქალებზე, ახალგაზრდებზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ინიციატივებს, რომლებიც სხვადასხვა თემს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე მიმდინარე დიალოგსა და ნდობის აღდგენის პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის მიღებისა და აღნიშნული ინიციატივების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
  • ინკლუზიური და მონაწილეობითი პროცესების ხელშეწყობა, რომლებიც დიალოგსა და ნდობის აღდგენის პროცესში ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას აძლიერებს.
  • კონფლიქტის პრევენციისა და ნდობის აღდგენის მდგრადი მიდგომების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს სოციალური შეჭიდულობისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას ადგილობრივ დონეზე.

ყველა საგრანტო იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ასახავდეს ადგილობრივი კონტექსტისა და საჭიროებების სიღრმისეულ ცოდნას.
  • ეფუძნებოდეს „არ ავნო“ (Do No Harm) მიდგომას.
  • უზრუნველყოფდეს ადგილობრივ დონეზე აქტიურ ჩართულობას.
  • ითვალისწინებდეს ინკლუზიურობისა და მდგრადობის პრინციპებს.

ინფორმაცია დაფინანსების შესახებ

– აქტივობებისა და განმახორციელებელი პარტნიორების მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, თითოეული ორგანიზაციისთვის მოთხოვნილი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა არის 80,000 აშშ დოლარი;

–  წახალისებულია თანადაფინანსება ან არამატერიალური წვლილის (in-kind contribution) შემოტანა, ჩართულობისა და მდგრადობის კომპონენტის გასაძლიერებლად;

  • გრანტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 18 თვე.

იდეების მიღების ბოლო ვადაა: 17 თებერვალი 2026 წელი

 

დატელური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ  ბმულზე.

 

საგრანტო იდეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 17 თებერვალი. აღნიშნული ვადის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება. 

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.