გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს „განათლება მწვანე მომავლისთვის“. კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.
„განათლება მწვანე მომავლისთვის” კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
I ეტაპი – განაცხადების შერჩევა
II ეტაპი – განხორციელებული აქტივობების/პროექტების პრეზენტაცია
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.