საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდი აცხადებს სამეცნიერო პროექტების კონკურსს მეცნიერების ყველა დარგში. მსურველებმა უნდა შეავსონ ფორმა და გამოგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე ძირითადი აღწერა (აბსტრაქტი) ქართულ ენაზე . მომდევნო ეტაპზე ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე.
დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში (EUCYS) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წელს სექტემბერში, გერმანიის ქალაქ კილიში ჩატარდება.
ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკომისია.
კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი ცენზია: 14-დან 20 წლამდე. მონაწილე 2026 წლის სექტემბერში არ უნდა სწავლობეს პირველ კურსზე მაღლა. მონაწილეობა შესაძლებელია ისევე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურადაც, გუნდში არაუმეტეს 2 მონაწილისა.
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/GJRmgSgEPhDTUWsc6
პროექტების გაგზავნის ბოლო დღეა 15 აპრილი, 2026 წელი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: eucontest24@gmail.com