კომუნიკაციების კომისია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აცხადებს პირველ ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს “გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი”.
კონკურსის მიზანია მედიაწიგნიერებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო აკადემიური დისკურსის გაღრმავება, კვლევითი საქმიანობის წახალისება, თემის პოპულარიზაცია სტუდენტურ სივრცეში და მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობა უმაღლესი განათლების საფეხურზე.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებმაც ანალიტიკური ნაშრომი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა წარმოადგინონ:
1.კვლევითი და ანალიტიკური სიღრმე;
2.არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობა;
3.საკვლევ საკითხზე ახალი ან განსხვავებული პერსპექტივის წარდგენა;
4.გამართული სტრუქტურა;
5.აკადემიური სტანდარტების დაცვა.
საკვლევი თემატიკა
დაინტერესების შემთხვევაში, ნაშრომი უნდა წარადგინოთ ქვემოთ მოცემული თემატიკიდან ერთ-ერთ კატეგორიაში:
-მედია და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები;
-ყალბი ინფორმაცია (დეზინფორმაცია, მისინფორმაცია);
-სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია: მედიაწიგნიერების როლი.
პრიზები
კონკურსში გამარჯვებული ნაშრომების ავტორებს კომუნიკაციების კომისია გადასცემს შემდეგ ფულად პრიზებს:
- I ადგილი – 5,000 ლარი;
- II ადგილი – 3,000 ლარი;
- III ადგილი – 1,500 ლარი.
ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 15 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე.