ზურაბ ჟვანიას ფონდი აცხადებს კონკურსს 2025 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად.
პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
⦿ თეატრალური ხელოვნება
⦿ კინოხელოვნება
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა)
⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)
⦿ მუსიკალური ხელოვნება
⦿ სახვითი ხელოვნება
⦿ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები
საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 6 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით
განაცხადების მიიღება მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ზურაბ ჟვანიას ფონდი, ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N18, ბ-25;
ხოლო ელექტრონულად ელ. ფოსტის საშუალებით: tsinandlispremia@yahoo.com
„წინანდლის პრემიის” დებულება, დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო აპლიკაცია იხილეთ ბმულზე.
„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
📧tsinandlispremia@yahoo.com
📱(+995) 593 98 33 63
🌐 www.zurabzhvania.ge