ჩეხეთის მთავრობა 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
აღნიშნულ პროგრამებზე სწავლება მიმდინარეობს როგორც ინგლისურ ასევე ჩეხურ ენებზე. ამასთან, ჩეხეთის მთავრობა სრულად ფარავს სწავლის სრული ხანგრძლივობის ხარჯებს.
პრიორიტეტული სპეციალობები: ეკონომიკა და ფინანსები, სოფლის მეურნეობა, კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, სატყეო საქმე, მშენებლობა, მათემატიკა და სტატისტიკა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.
დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულებზე:
https://msmt.gov.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2