ლონდონის ქართული კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ღია კონკურსს აცხადებს.
ნატო ვაჩნაძის ფონდის მხარდაჭერით შეირჩევა თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები, არასაკონკურსო პროგრამისთვის, რომლებსაც ლონდონის მეცხრე ქართულ კინოფესტივალზე, ფრანგულ ინსტიტუტში, ლუმიერების დარბაზში აჩვენებენ.
განიხილება 2024 და 2025 წლის მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქრონომეტრაჟი 5-35 წუთი.
ფილმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 12 ივლისი 2025 წლის.
გაითვალისწინეთ რომ ფილმის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა ფლობდეთ უფლებებს.
ველოდებით თქვენს ნამუშევრებს: info@natovachnadze.com