Loading...

კურსები ოსლოს უნივერსიტეტში

2025 წლის ზაფხულისთვის ოსლოს უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროგრამას “Norway på norsk” – სამკვირიან კურსს ნორვეგიის კულტურისა და ენის შესახებ, რომელიც აერთიანებს ნორვეგიული ენის შესავალ გაკვეთილებს, კულტურულ გამოცდილებასა და ექსკურსიებს...
21 იანვარი 2025
კურსები ოსლოს უნივერსიტეტში

2025 წლის ზაფხულისთვის ოსლოს უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროგრამას “Norway på norsk” – სამკვირიან კურსს ნორვეგიის კულტურისა და ენის შესახებ, რომელიც აერთიანებს ნორვეგიული ენის შესავალ გაკვეთილებს, კულტურულ გამოცდილებასა და ექსკურსიებს ოსლოს სხვადასხვა რეგიონში.

 

კურსი დაიწყება 2025  წლის 30 ივნისს.

 

განაცხადის წარდგენის ვადები: სტიპენდიის მსურველთათვის – 2025 წლის 1 თებერვლამდე, თვითდაფინანსების მსურველთათვის – 1 მარტამდე.

 

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კურსებისა და სხვა სასწავლო პროგრამების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.uio.no/english/studies/summerschool/

 

წყარო:ილიაუნი

 

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: iss@admin.uio.no

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.