Loading...

სამაგისტრო სტიპენდიები ჩინეთში

ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა მიღება სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებზე ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები: კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს; დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა მინიმუმ...
11 დეკემბერი 2024
სამაგისტრო სტიპენდიები ჩინეთში

ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა მიღება სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებზე ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს;
  • დამთავრებული უნდა ჰქონდეს სწავლა მინიმუმ ბაკალავრიატის საფეხურზე და ჰქონდეს 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უნდა მუშაობდეს სამთავრობო უწყებაში, ან იყოს რომელიმე ინსტიტუციის/კომპანიის ხელმძღვანელი ან  უნივერსიტეტის/კვლევითი ცენტრის ადმინისტრაციის წევრი, ანდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციაში სტაჟიორად ან სრულ განაკვეთზე;
  • კონკურსის პერიოდში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სასურველი უნივერსიტეტის მიერ გაცემული მიწვევის წერილი.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2025 წელი

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.