Loading...

სადოქტორო სტიპენდიები შვეიცარიაში

შვეიცარიის მთავრობა 2024/25 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს სადოქტორო, პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების მისაღებად. სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ იმ მაგისტრებს, რომლებიც გეგმავენ კვლევით საქმიანობას ან შემდგომი განათლების მიღებას შვეიცარიის კონფედერაციის უნივერსიტეტებში. დაინტერესებულ...
24 აგვისტო 2023
სადოქტორო სტიპენდიები შვეიცარიაში

შვეიცარიის მთავრობა 2024/25 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს სადოქტორო, პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების მისაღებად.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ იმ მაგისტრებს, რომლებიც გეგმავენ კვლევით საქმიანობას ან შემდგომი განათლების მიღებას შვეიცარიის კონფედერაციის უნივერსიტეტებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch

საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი, 12:00 სთ.

სტიპენდიებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/adgx3

წყარო: ილიაუნი

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.