Loading...

სასწავლო სტიპენდიები იტალიაში

იტალიის მთავრობა სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. 2023-2024 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 54 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიების ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია...
სასწავლო სტიპენდიები იტალიაში

იტალიის მთავრობა სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. 2023-2024 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 54 თვის რაოდენობის სტიპენდია. სტიპენდიების ოდენობა თვიურად 900 ევროს შეადგენს და მისი გამოყენება შესაძლებელია 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე.

 

იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:

სამაგისტრო პროგრამები
-AFAM-ს კურსები

დოქტორანტურა
პროექტები თანახელმძღვანელობით
იტალიური ენისა და კულტურის კურსები

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2023 წლის 9 ივნისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით).

 

პორტალზე დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოში იტალიის საელჩოს ვებგვერდს.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.