Loading...

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ტაილანდში

ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (TICA) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ტაილანდის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (TIPP).   მონაწილეობის წინაპირობები: -კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომი ან/და პროფესიული გამოცდილება; -კანდიდატი უნდა ფლობდეს...
25 აპრილი 2023
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ტაილანდში

ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (TICA) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ტაილანდის საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (TIPP).

 

მონაწილეობის წინაპირობები:

-კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომი ან/და პროფესიული გამოცდილება;
-კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას;
-კანდიდატმა, რომლის მშობლიური ენა არ არის ინგლისური, უნდა ჩააბაროს ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტი კონკრეტული აკადემიური -დაწესებულების რეგულაციებით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით;
-ასაკობრივი შეზღუდვა – 45 წელი.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 2023 წლის 31 ივლისამდე ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.

 

დეტალური ინფორმაციის, შემოთავაზებული უნივერსიტეტების, პროგრამებისა და ასატვირთი დოკუმენტების სიის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

წყარო: ილიაუნი

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.