Loading...

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე – ინგლისურენოვან პროგრამებზე.   კონკურსში გამარჯვებული პირი...
12 იანვარი 2022
სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში

გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე – ინგლისურენოვან პროგრამებზე.

 

კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე.

 

საკონკურსო განაცხადები მიიღება: 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).

2022-2023 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით გაიცემა 15 სტიპენდია.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრის ვებგვერდს

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი დაგვიკავშირდით:
📩: info-iec@iec.gov.ge
📞: 0322 97 01 97

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.