Loading...

სამეცნიერო კომიქსების კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.   საკონკურსო მასალა უნდა განეკუთვნებოდეს სამეცნიერო კომიქსის ჟანრს...
26 სექტემბერი 2021
სამეცნიერო კომიქსების კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.

 

საკონკურსო მასალა უნდა განეკუთვნებოდეს სამეცნიერო კომიქსის ჟანრს და პასუხობდეს კონკურსის თემას: ასახავდეს მეცნიერების მიღწევებს, მეცნიერთა წარმატების გზას, სამეცნიერო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და ა.შ. სასურველია, ნამუშევარი წარმოაჩენდეს საქართველოს მეცნიერებასთან დაკავშირებულ თემებს (ქართველ მეცნიერთა ცხოვრების გზა და მათი სამეცნიერო მიღწევები, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობა, ქართველოლოგიური თემები, საქართველოში დადასტურებული სამეცნიერო აღმოჩენები და სხვ.) ან შეეხებოდეს ისეთ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს, როგორებიცაა მსოფლიო პანდემია, ვირუსი, ვაქცინა.

 

საკონკურსო მასალების მიიღება 2021 წლის 3 ნოემებრამდე.

კონკურსის შედეგად საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ:

I ადგილი: 1500 ლარი
II ადგილი: 1000 ლარი
III ადგილი: 700 ლარი

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.