Loading...

საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები იტალიაში

კალაბრიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდიები განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც არიან წარმატებული სტუდენტები.   უნივერსიტეტი სულ გასცემს 120...
საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები იტალიაში

კალაბრიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლის სტიპენდიებისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდიები განკუთვნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც არიან წარმატებული სტუდენტები.

 

უნივერსიტეტი სულ გასცემს 120 სტიპენდიას. სტიპენდიაში შედის სწავლის საფასური (€ 1.000), საცხოვრებელი, უნივერდსტრტის კამპუსში კვება (€ 6.000) და სახარჯო ფული  € 1.700 მდე.

 

სტიპენდიის მისაღებად რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა ატვირთოთ პდფ ფორმატით სარეგისტრაციო გვერდზე, არაუგვიანეს 2021 წლის  14 მაისისა.

 

საჭირო დოკუმენტები:

-პასპორტის ასლი
-რეზიუმე
– საშუალო სკოლის ატესტატის ასლი
– ბაკალავრის დიპლომის ხარისხის ასლი ( იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი რეგისტრირდება მაგისტრატურის პროგრამაზე)
-უნივერსიტეტის ნიშნების ფურცელი
-უნივერსიტეტში გავლილი ყველა საგნის სილაბუსი (სასწავლო გეგმა)
-იტალიური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)
-ინგლისური ენის სერთიფიკატი (თუ ფლობთ)

საბაკალავრო და სამაგისტრო ფაკულტეტების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/

რეგისტრაციისათვის გადადისთ ბმულზე:

https://www.unical.it/portale/ateneo/international/studenti/unicaladmission/how_to_apply

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.