Loading...

ადამიანის უფლებების დოკუმენტური ფილმების ფესტივალი პრაღაში

Peope in Need ჩეხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის იწყებს განაცხადების მიღებას. ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2021 წლის 4-13 მარტს პრაღაში გაიმართება. პროგრამაში შედის სამი კონკურსი...
ადამიანის უფლებების დოკუმენტური ფილმების ფესტივალი პრაღაში

Peope in Need ჩეხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის იწყებს განაცხადების მიღებას. ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2021 წლის 4-13 მარტს პრაღაში გაიმართება. პროგრამაში შედის სამი კონკურსი და მრავალი თემატური კატეგორია. ფილმების შერჩევისას კომიტეტი განიხილავს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით წარმოჩენილ თემას, ისე ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებას.

ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

– სრულმეტრაჟიანი ან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები (არანაკლებ 40 წუთისა)

– მოკლე დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის

– ინტერაქტიული ფილმები ვირტუალური რეალობისთვის

– ინგლისურენოვანი ან ინგლისური სუბ-ტიტრებუს მქონე ფილმები

– 2019-2020 წლებში გადაღებული ფილმები

ფესტივალის ორგანიზატორებთაჯ შეთანხმებით დასაშვებია დაუსრულებელი ფილმების მიღებაც.

ფილმების წარდგენის ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი 2020.

დაწვრილებით ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.