Loading...

მედიაწიგნიერების ტრენინგი ახალგაზრდა ტრენერებისთვის

გსურს ისწავლო და ასწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა?   IREX-ის პროექტის „ისწავლე, რათა ამოიცნო“ მიზანია საქართველოში მედიაწიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.  ...
21 ივლისი 2020
მედიაწიგნიერების ტრენინგი ახალგაზრდა ტრენერებისთვის

გსურს ისწავლო და ასწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა?

 

IREX-ის პროექტის „ისწავლე, რათა ამოიცნო“ მიზანია საქართველოში მედიაწიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

„ისწავლე, რათა ამოიცნო“ პროექტის ონლაინ ტრენინგი საუკეთესო საშუალებაა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რადგან პროგრამის ინტერაქტიული ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების გზით, პროცესის თითოეული ეტაპის გავლით, უშუალოდ კეთებით ისწავლონ სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება.

 

ტრენინგი გაიმართება 31 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

 

აპლიკაციის შევსების ბოლო დღეა 26 ივლისი, 2020.

 

 ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს. სწავლება უფასოა. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

 

სამივე დღეს ტრენინგზე სრულად დასწრება სავალდებულოა. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დილის ჯგუფში, რომელიც სამივე დღეს ტარდება 10:00-დან 13:30 საათამდე. ან შუადღის ჯგუფში, რომელიც სამივე დღეს ტარდება 14:00-დან 17:30 საათამდე

თუ გსურთ ჩაერთოთ 10:00 საათიან ჯგუფში შეავსეთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/o6nD4JuXuZ9DQ7UDA

 

თუ გსურთ ჩაერთოთ 14:00 საათიან ჯგუფში, შეავსეთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე
https://forms.gle/RD4RYkSYd6ktrDyY8

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეები ტრენინგზე აუცილებლად უნდა შემოვიდნენ პერსონალური კომპიუტერით ან ნოუთბუქით (და არა მობილური ტელეფონით), რათა შესაძლებელი იყოს ყველა აქტივობის სრულყოფილად შესრულება.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.