თუ გსურთ გაეცნოთ გამორჩეულ ნაწარმოებებს მსოფლიო ლიტერატურიდან, გაიღრმაოთ ცოდნა, ისწავლოთ წაკითხული ნაწარმოებების ანალიზი და უკეთ გაიაზროთ მათი მთავარი იდეები, სიამოვნებით დაგეხმარებით.
გაკვეთილებს ვატარებ ინდივიდუალური მიდგომით, ყურადღებას ვუთმობ არა მხოლოდ ნაწარმოებების შინაარსს, არამედ პერსონაჟების, სიმბოლოების, ეპოქების, ლიტერატურული მიმდინარეობებისა და ავტორის ჩანაფიქრის სიღრმისეულ განხილვას.
ვასწავლი როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე ზრდასრულებს, რომლებიც მსოფლიო ლიტერატურით არიან დაინტერესებული.
ჩემი მიზანია მოსწავლემ შეიყვაროს ლიტერატურა, ისწავლოს კრიტიკული და კრეატიული აზროვნება და შეძლოს ნაწარმოებების დამოუკიდებლად გააზრება და შეფასება.