Loading...

კონკურსი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს შექმნაზე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს კონკურსს საქართველოს I ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს შესაქმნელად (ფესტივალი ჩატარდება 2026 წლის ივნისში, სპორტის 15-17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის, საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდების მონაწლეობით)....
17 აგვისტო 2025
კონკურსი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს შექმნაზე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს კონკურსს საქართველოს I ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლოგოს შესაქმნელად (ფესტივალი ჩატარდება 2026 წლის ივნისში, სპორტის 15-17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის, საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდების მონაწლეობით).

1. კონკურსის პირობები

– კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
– ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად საინტერესო, ადვილად აღქმადი, ექსკლუზიური.
– გამოხატავდეს ახალგაზრდული ოლიმპიური შეჯიბრების სულისკვეთებას.
– ადვილად თავსდებოდეს მედალზე, დიპლომზე, მაისურზე, ბრელოკზე და სხვა ბრენდულ პროდუქციაზე.
– შეიცავდეს წარწერას: საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი GEORGIAN YOUTH OLYMPIC FESTIVAL. 2026
– ლოგოს ესკიზში არ უნდა იყოს გამოყენებული ოლიმპიური ხუთი რგოლი, ასევე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგო.
– ლოგოს ესკიზი წარმოდგენილ უნდა იყოს JPG ფაილით და ვექტორული ვერსიით.
– თითოეულ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ ორი ესკიზის წარმოდგენა.
– კონკურსანტებმა თავიანთი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@geonoc.org.ge

2. კონკურსის ვადები

-კონკურსი ცხადდება 2025 წლის 11 აგვისტოს.
-საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 სექტემბერი.

3. გამარჯვებულის გამოვლენის წესი და საავტორო უფლებები

-კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური კომისია, რომელიც აფასებს ნამუშევრის კონცეფციას და ვიზუალურ მხარეს.
– კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუკზე.
– გამარჯვებული ლოგოს ავტორს გადაეცემა 1500 ლარი.
– კონკურსში გამარჯვებული ლოგო, საავტორო უფლებების დაცვით, გადადის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკუთრებაში.
– დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირს: 599 58 00 01.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.