საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ეროვნული ნაკრების არასაშეჯიბრო ეკიპირების დიზაინზე.
კონკურსში წარმოდგენილი ეკიპირება უნდა იყოს თეთრი, წითელი, შავი ფერის და თითოეული მათგანი უნდა შეიცავდეს ეროვნულ სიმბოლიკას.
გამარჯვებულებს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ შედგენილი სპეციალური კომისია გამოავლენს.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 1-ელი სექტემბერი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Dizainiskonkursi2025@gmail.com
ეკიპირების მოთხოვნები:
1. გამოსასვლელი ზედა;
2. პოლო;
3. ყელიანი მაისური;
4. კაპიუშონიანი ზედა (ჰუდი);
5. ქურთუკი;
6. ჟილეტი;
7. საწვიმარი;
8. შარვალი;
9. შორტი.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი პროექტი და სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები:
1-ელი ადგილი – 5000 ლარი;
მე-2 ადგილი – 3000 ლარი;
მე-3 ადგილი – 2000 ლარი;
კონკურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობი ბმულზე.
 
                     
                                                                 
                                                            