Loading...

კონკურსი: რა ელის ევროპის კონტინენტს?

ტრანსევროპული პოლიტიკის კვლევების ასოციაცია (TEPSA) იწვევს ყველას, ვინც დაინტერესებულია ევროპის მომავლითა და ევროკავშირის გაფართოებით, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში „რა მომავალი ელის ევროპის კონტინენტს?“; მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი იდეებსა და ხედვება, რათა...
კონკურსი: რა ელის ევროპის კონტინენტს?

ტრანსევროპული პოლიტიკის კვლევების ასოციაცია (TEPSA) იწვევს ყველას, ვინც დაინტერესებულია ევროპის მომავლითა და ევროკავშირის გაფართოებით, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში „რა მომავალი ელის ევროპის კონტინენტს?“; მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი იდეებსა და ხედვება, რათა წვლილი შეიტანონ უფრო ფართო საჯარო დისკუსიაში იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთა შეთავაზება გაფართოებულ ევროკავშირს შეუძლია.

 

TEPSA მიესალმება ნამუშევრებს სამ კატეგორიაში: წერილობითი ესეები (მაქსიმუმ 2000 სიტყვა), პოეზია (ლექსები არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას) და აუდიოვიზუალური ნაწარმოებები (ხანგრძლივობა 2 წუთამდე), რომლებიც ეხმიანება ევროპის მომავლის და ევროკავშირის გაფართოების თემას.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს და 18 წლისა და და მეტი ასაკის ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ევროპის მომავლით და ევროკავშირის გაფართოებით. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა ეროვნებისა და მოქალაქეობის მქონე ადამიანებს.

 

კონკურსის სამი გამარჯვებული მიწვეული იქნება InvigoratEU-ის ფინალურ კონფერენციაზე, რომელიც 2026 წლის 4-5 ნოემბერს ბრიუსელში ჩატარდება. ანაზღაურებული იქნება მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები 500 ევრომდე.

 

თქვენი ნაშრომი წარმოდგენილი იქნება InvigoratEU კონსორციუმის შეხვედრაზე და მას პოპულარობას გაუწევს TEPSA ონლაინ რეჟიმში, რათა ის ევროკავშირის გაფართოების სფეროში მოღვაწე წამყვანმა მკვლევარებმა, პოლიტიკის შემქმნელებმა და პრაქტიკოსებმა იხილონ.

ტრანსევროპული პოლიტიკის კვლევების ასოციაცია (TEPSA) არის ევროკავშირის საკითხების კვლევის პირველი ქსელი, რომელიც აერთიანებს ევროპის წამყვან კვლევით ინსტიტუტებს და რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში. ქსელი ამჟამად შედგება 51 წევრი ინსტიტუტისა და ასოცირებული წევრისგან, რომლებიც ევროპის 37 ქვეყანას წარმოადგენენ.

გააგზავნეთ თქვენი ნამუშევარი ელფოსტაზე communications@tepsa.eu, თემის ველში (subject line) მიუთითეთ: „InvigoratEU public contest_თქვენი გვარი“, არაუგვიანეს 2026 წლის 24 ივლისისა. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, ნუ მოერიდებით დაკავშირებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.