Loading...

კულტურის მხარდაჭერის პროგრამა

აშშ საელჩო საქართველოში აცხადებს ულტურის სფეროს მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია $20 000-მდე დაფინანსების მოპოვება. პროგრამის შესახებ Cultural Support Program არის ღია საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია ამერიკასა და საქართველოს შორის...
10 ივნისი 2026
კულტურის მხარდაჭერის პროგრამა

აშშ საელჩო საქართველოში აცხადებს ულტურის სფეროს მხარდაჭერის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია $20 000-მდე დაფინანსების მოპოვება.

პროგრამის შესახებ

Cultural Support Program არის ღია საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება. პროგრამა აფინანსებს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო ინტერესებს უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით.

ყველა წარდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ამერიკული გამოცდილების, ხელოვნების ან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საქართველოში.

რისი გაკეთება ფინანსდება? (პროგრამის პრიორიტეტები)

გრანტი გაიცემა პროექტებზე, რომლებიც მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • ამერიკული ხელოვნებისა და ნიჭის პოპულარიზაცია: ფესტივალების, გამოფენებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც წარმოაჩენს აშშ-ის შემოქმედებით ინდუსტრიას.

  • პროფესიული კოლაბორაცია: ამერიკელ და ქართველ კულტურის მენეჯერებს, ხელოვანებსა და შემოქმედებითი სექტორის პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

  • ლექციები და სემინარები: ამერიკელი ექსპერტებისა და ინსტიტუტების მონაწილეობით საჯარო დისკუსიების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობა.

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტრადიციების პასუხისმგებლიანი მართვის განვითარება ამერიკული გამოცდილების გამოყენებით (რაც ასევე ხელს შეუწყობს მდგრად ტურიზმსა და ადგილობრივ ეკონომიკას).

  • სპორტული გაცვლითი პროგრამები: ამერიკელი სპორტსმენების ჩართულობა, სპორტული ინფრასტრუქტურის პოპულარიზაცია და სათემო სპორტული ღონისძიებები.

 ვის ეხება (ვინ არის უფლებამოსილი მიიღოს გრანტი)?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აპლიკანტებს როგორც აშშ-დან, ისე საქართველოდან:

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციები (მათ შორის “Think Tanks” და სამოქალაქო საზოგადოების/არასამთავრობო ორგანიზაციები NGO).

  • საჯარო/სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები.

  • სამთავრობო ინსტიტუტები და საერთაშორისო საჯარო ორგანიზაციები.

  • ფიზიკური პირები (ცალკეული ინდივიდები).

შენიშვნა ორგანიზაციებისთვის: თითო ორგანიზაციას მაქსიმუმ ორი პროექტის წარდგენა შეუძლია. ფიზიკურ პირებს არ მოეთხოვებათ SAM.gov-ზე რეგისტრაცია ან UEI კოდის ქონა.

 

სააპლიკაციო  მოთხოვნები:

ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, ხოლო ბიუჯეტი გათვლილი უნდა იყოს აშშ დოლარში ($).

საჭირო დოკუმენტები:

  1. სავალდებულო სააპლიკაციო ფორმები: SF-424 (ორგანიზაციებისთვის) ან SF-424-I (ფიზიკური პირებისთვის).

  2. პროექტის დეტალური აღწერა/წინადადება (Proposal) — მაქსიმუმ 8 გვერდი.

  3. ბიუჯეტის დეტალური დასაბუთება (Budget Justification Narrative).

  4. თანდართული საჭირო დოკუმენტები და ხელმოწერები.

კითხვების შემთხვევაში ან სააპლიკაციო პაკეტის მისაღებად: აპლიკანტებს შეუძლიათ მიწერონ საელჩოს ელ-ფოსტაზე: tbilisicultural@state.gov ან ეწვიონ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდს.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ივლისი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.