Loading...

კონკურსი “მუსიკის დღე”

„მუსიკის დღე“ ფრანგული კულტურის გამორჩეული ტრადიციაა. ეს არის მუსიკისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული დღე, რომელიც ადამიანებს საზღვრებისა და ენობრივი ბარიერის მიღმა აერთიანებს. ხართ მომღერალი, მუსიკოსი ან ჯგუფის წევრი და გსურთ, 21 ივნისს...
9 ივნისი 2026
კონკურსი “მუსიკის დღე”
„მუსიკის დღე“ ფრანგული კულტურის გამორჩეული ტრადიციაა. ეს არის მუსიკისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული დღე, რომელიც ადამიანებს საზღვრებისა და ენობრივი ბარიერის მიღმა აერთიანებს.
ხართ მომღერალი, მუსიკოსი ან ჯგუფის წევრი და გსურთ, 21 ივნისს ამ დიდი ღონისძიების ნაწილი გახდეთ?
ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა! ჩვენ გითმობთ სცენას, თქვენგან კი მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და განუმეორებელ შემოქმედებით ენერგიას ველოდებით.
მონაწილეობის მისაღებად გამოგვიგზავნეთ:
• პროგრამის (რეპერტუარი) მოკლე აღწერა
• თქვენი შემოქმედების ამსახველი საპრეზენტაციო ვიდეო ან ბმული
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 ივნისი
განაცხადები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: salome.murvanidze@institutfrancais.ge ; tea.jikidze@institutfrancais.ge
შერჩეულ არტისტებს ღონისძიებაზე გამოსასვლელად ინდივიდუალურად დავუკავშირდებით.
შემოგვიერთდით კვირას, 21 ივნისს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე (ხაზინის ქუჩა №4) და ერთად აღვნიშნოთ მუსიკის დღესასწაული!
Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.