საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს მე–15 კონკურსს ჟურნალისტიკაში, რომლის მიზანი ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ეთიკის მხარდაჭერაა.
გიწვევთ ევროპის დღის – 9 მაისის აღნიშვნაზე Expo Georgia-ში, სადაც მე-3 პავილიონის „შესაძლებლობების სივრცეში“ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ კონკურსის წესებისა და განაცხადის წარდგენის შესახებ.
თუ ხარ ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, ბლოგერი ან ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტი, შეავსე განაცხადი 2026 წლის 25 სექტემბრამდე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე: https://eu4georgia.info/49rcDxw