Loading...

სტიპენდიები გერმანიაში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს   კონკურსის მიზანი...
2 აპრილი 2026
სტიპენდიები გერმანიაში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს

 

კონკურსის მიზანი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს:

ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში;

ბ) სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებითა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში;

გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას:

 

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 2-დან 6 თვემდე;

ბ) დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა – 3 თვე;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა – 6 თვე.

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან – 30 ნოემბრის პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აპრილი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.