ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას სტიპენდიების “Kemitraan Negara Berkembang (KNB) Scholarship” მოსაპოვებლად.
ინდონეზიის განათლების, კულტურის, კვლევისა და ტექნოლოგიის სამინისტრო გასცემს Kemitraan Negara Berkembang (KNB) სტიპენდიებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის ინდონეზიის 34 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთ უნივერსიტეტში სასწავლებლად.
მიღება ცხადდება შემდეგ პროგრამებზე:
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის – სამართალი, მენეჯმენტი, აღრიცხვა, კომუნიკაციები, ინგლისური ენა/ლიტერატურა, მათემატიკა, საწყისი კლასების პედაგოგიკა, ინდონეზიური ენა და ლიტერატურა, სამოქალაქო ინჟინერია, ფარმაცია;
მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის – სამართალი, ნოტარიული სამართალი, მენეჯმენტი, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია;
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის – სამართალი, მენეჯმენტი, სამოქალაქო ინჟინერია.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
საბაკალავრო სტიპენდიაზე განაცხადისთვის მაქსიმალური ასაკი 21 წელია;
სამაგისტრო სტიპენდიაზე განაცხადისთვის – 35 წელი;
დოქტურანტურის სტიპენდიაზე განაცხადისთვის – 40 წელი;
ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური დონე: TOEFL ITP: 500, TOEFL IBT: 61, IELTS: 6.0, TOEIC: 575 ან შესაბამისი ეკვივალენტი.
სააპლიკაციო პროცესი წარიმართება ონლაინ, KNB სტიპენდიების ვებგვერდით: http://knb.kemdiktisaintek.go.id.
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მარტი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
წყარო: ილიაუნი