Loading...

სრული სტიპენდიები თურქეთში

“თურქეთის სტიპენდიების” პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს 2026 წლისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე.   განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე Türkiye Scholarships Application System-ის...
სრული სტიპენდიები თურქეთში

“თურქეთის სტიპენდიების” პროგრამის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს 2026 წლისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე.

 

განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე Türkiye Scholarships Application System-ის მეშვეობით (www.turkiyeburslari.gov.tr).

 

პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველთათვის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პროცედურებსა და საცხოვრებელით უზრუნველყოფას; სწავლის საფასურის, თურქული ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას და ყოველვიური სტიპენდიის მინიჭებას; ჯანმრთელობის დაზღვევისა და თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

 

წყარო: განათლების სამინისტრო

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.