გაეროს ქალთა ორგანიზაცია გიწვევთ ლიდერობის აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. აკადემიაში მონაწილეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, სტრატეგიული კომუნიკაცია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ფემინისტური ლიდერობა ა.შ. აკადემია დაეხმარება მონაწილეებს უკეთ გააცნობიერონ ურთიერთკავშირები გენდერულ თანასწორობას, დემოკრატიას, ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრად განვითარებას შორის. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ თავად გახდნენ ცვლილებების ლიდერები და აქტიურად შეუწყონ ხელი პროგრესს გენდერული თანასწორობისთვის იმ სფეროებსა და ორგანიზაციებში, რომლებშიც საქმიანობენ.
აკადემიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე კაცებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიესალმება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და რეგიონებში მცხოვრები კანდიდატების მონაწილეობას.
შერჩეული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
* პროფესიული სტატუსი: კანდიდატი ამჟამად უნდა იკავებდეს საშუალო ან მაღალი დონის მმართველობით პოზიციას სამოქალაქო, საჯარო, კერძო ან აკადემიურ სექტორებში;
* სამუშაო გამოცდილება: კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით და/ან სტრატეგიული გავლენით;
* საგანმანათლებლო საფუძველი: კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ან ეკვივალენტური პროფესიული კვალიფიკაცია;
* ინგლისური ენის ცოდნა: კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის საშუალო/სამუშაო დონეს სასწავლო პროცესში სრული ჩართულობისთვის.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 აპრილი.
მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.
ლიდერობის აკადემია ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ინიციატივას ფინანსურად ასევე მხარს უჭერს ევროკავშირი, პროგრამა „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ.