შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს:
ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში;
ბ) სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებითა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში;
გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 2-დან 6 თვემდე;
ბ) დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა – 3 თვე;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა – 6 თვე.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან – 30 ნოემბრის პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.