ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2026 წლის EBRD-ის ლიტერატურული პრემიის კონკურსი გამოაცხადა.
პრემია გადაეცემა იმ ქვეყნის ენაზე დაწერილ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელშიც EBRD ინვესტიციებს ახორციელებს. ნაწარმოები ინგლისურ ენაზე უნდა იყოს თარგმნილი და ევროპის (მათ შორის გაერთიანებული სამეფოს) ან ჩრდილოეთ ამერიკის გამომცემლობის მიერ გასული წლის განმავლობაში პირველად უნდა იყოს გამოცემული.
რომანების ან ერთი მწერლის მიერ დაწერილი მოთხრობების კრებულების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 8 დეკემბრამდე. წარდგენილ ნაწარმოებებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს.
გამარჯვებული 2026 წლის 2 ივლისს ლონდონში მდებარე ბანკის სათავო ოფისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.
გამარჯვებული წიგნისთვის 20,000 ევროს ოდენობის პრემია გაიცემა და ის თანაბრად გადანაწილდება ავტორსა და მთარგმნელს შორის.