Loading...

სტარტაპ იდეების კონკურსი

ComCom-ის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების დახვეწასა და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ემსახურება. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც...
26 ნოემბერი 2025
სტარტაპ იდეების კონკურსი

ComCom-ის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი იდეადრომი უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების დახვეწასა და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ემსახურება. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, AI-ს, კიბერუსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან უნდა შედგებოდეს. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში დარგის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან და იდეების დახვეწას შეეცდებიან. ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები გაეცნობიან და შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური თუ იურიდიული საკითხები. პროგრამა მონაწილეებს მისცემს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ  უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1  წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია თავიანთი იდეის ან პროდუქტის შესახებ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა:  2025 წელი, 12 დეკემბერი. ტრენინგები 15-20 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.