Loading...

კონკურსი ფიზიკის მასწავლებლებისთვის

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე გაგზავნასთან დაკავშირებით....
18 ნოემბერი 2025
კონკურსი ფიზიკის მასწავლებლებისთვის

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე გაგზავნასთან დაკავშირებით.

 

კონკურსის შედეგად შეირჩევიან საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლები. (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებლებისა) სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

 

კონკურსის პირობები:

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი, ფიზიკის მასწავლებელი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი); მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა ფიზიკაში ჩაბარებული უნდა ჰქონდეს 10 კრედიტზე; სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ უნდა იყოს ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

 

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. დოკუმენტაციის გადარჩევა;
2. გასაუბრება: პროექტის შეფასება, პრეზენტაცია და მისი განხილვა.

 

საჭირო დოკუმენტაცია:

1. CV ქართულ ენაზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. დიპლომის ასლი;
4. სამოტივაციო წერილი

 

კონკურსზე წარსადგენი მასალა:

 

1) სკოლაში განხორციელებული პროექტი ფიზიკაში (შესაძლებელია იყოს ინტეგრირებული სხვა საგანთან/საგნებთან): კერძოდ, წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის გეგმა, განხორციელების აღწერა, სურათები ან ვიდეომასალა და საბოლოო პროდუქტი;

2) ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სარეკომენდაციო საკითხის პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 10-12 წუთი)
(პრეზენტაციისთვის აირჩიეთ სარეკომენდაციო საკითხებიდან ერთ-ერთი):’

 

1. სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე მეცნიერული თეორიები;
2. ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი ურთიერთქმედებების აღწერა;
3. ახალი აღმოჩენები ფიზიკაში და მათი მნიშვნელობა;
4. ცერნი – მისია, დანიშნულება, ექსპერიმენტები.

 

პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო რესურსის ნიმუშის სახით და უნდა შეიცავდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ კონკრეტულ სასწავლო სტრატეგიებს, მეთოდებს და მიდგომებს.

 

გთხოვთ, პროექტის მასალები, პრეზენტაცია და ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mnakashidze@tpdc.ge

 

განცხადების მიღების, გასაუბრებისა და გამგზავრების ვადები:

 

-განაცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობისათვის დაიწყება 2025 წლის 17 ნომბრიდან და გაგრძელდება 1 დეკემბრის ჩათვლით. განაცხადს თან უნდა ახლდეს საჭირო დოკუმენტაცია და წარსადგენი მასალა ორი პრეზენტაციის ფორმით.

– გასუბრების ეტაპი დაიწყება 9 დეკემბრიდან და გაგრძელდება 24 დეკემბრის ჩათვლით.

– ვიზიტი განხორციელდება 2026 წლის 1 მარტიდან – 6 მარტის ჩათვლით

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.