Loading...

გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

Reagan-Fascell Democracy Fellows პროგრამა აცხადებს მიღებას 2026-2027 წლების გაცვლით პროგრამაზე. რეიგან-ფასელის დემოკრატიის სტიპენდიატთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო ლიდერებს, აქტივისტებს, მკვლევრებსა და ინოვატორებს, რომლებიც თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში ლიდერობენ.  ...
17 ნოემბერი 2025
გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

Reagan-Fascell Democracy Fellows პროგრამა აცხადებს მიღებას 2026-2027 წლების გაცვლით პროგრამაზე. რეიგან-ფასელის დემოკრატიის სტიპენდიატთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო ლიდერებს, აქტივისტებს, მკვლევრებსა და ინოვატორებს, რომლებიც თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში ლიდერობენ.

 

პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას:

1.პრაქტიკოსთა ჯგუფი: აქტივისტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და სხვა დარგის წარმომადგენლები;
2.მკვლევართა ჯგუფი: პოლიტიკის მეცნიერებათა, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და მომიჯნავე სფეროების დოქტორები ან მეცნიერები დოქტორთან გათანაბრებული ხარისხით.

ფინანსური მხარდაჭერა:

ყოველთვიური სტიპენდია, ჯანმრთელობის დაზღვევა, მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება და კვლევის მხარდაჭერა.

 

მობილობის პერიოდები:

2026 წლის შემოდგომა: 2026 წლის 1-ელი ოქტომბერი – 2027 წლის 28 თებერვალი

2027 წლის გაზაფხული: 1-ელი მარტი – 31 ივლისი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2025

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის ვებგვერდი.

წყარო: ილიაუნი

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.