Loading...

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე: „ ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“. კონკურსი ხორციელდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში და მიზნად ისახავს...
14 ნოემბერი 2025
კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე: „ ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“.
კონკურსი ხორციელდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვისა და ტყის სექტორის შესახებ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა ?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX–XII კლასის მოსწავლეებს, საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ყვარელი.

 

მონაწილეობის ფორმა: ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (მაქსიმალური 4 მოსწავლე)

 

საკონკურსო დავალება:

კონკურისის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ კრეატიული კამპანიის იდეა, რომელიც ეხება ტყის მდგრად მართვას, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევების გადაჭირის გზებს.

 

პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

• თემის არჩევა და სახელწოდება
• შესავალი
• მიზანი
• სამიზნე აუდიტორია
• სლოგანი
• პოსტერი, ვიდეო ან სოციალური ქსელის კამპანია
• მოკლე აღწერა, თუ როგორ შეიძლება კამპანიის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება

 

კონკურსიში გამოვლენილი იქნება გამარჯვებული ათეული და საუკეთესო სამეული.
საუკეთესო ნამუშევარების ავტორებს , გადაეცემათ  სასაჩუქრე ვაუჩერები .

1 ადგილი:  1500₾
2 ადგილი: 1000₾
3 ადგილი:  800₾
ხოლო მე-4-დან, მე-10 ადგილის ჩათვლით გამარჯვებულებს გადაეცემათ 500 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერი. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 დეკემბერი.

 

პრეზენტაცია გამოაგზავნეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ელ-ფოსტაზე – info@eiec.gov.ge , PDF,  Power Point ფორმატით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.