Loading...

ვროკავშირის დიპლომატიური პროგრამის სტიპენდიები

ევროპის კოლეჯმა გამოაცხადა ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამის რიგით მესამე კონკურსი გაფართოების რეგიონისთვის; პროგრამა სავარაუდოდ, 2026 წლის 1 თებერვლიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება.   პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს ევროპის კოლეჯი ფარავს ევროკომისიის გაფართოებისა და...
12 ნოემბერი 2025
ვროკავშირის დიპლომატიური პროგრამის სტიპენდიები

ევროპის კოლეჯმა გამოაცხადა ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამის რიგით მესამე კონკურსი გაფართოების რეგიონისთვის; პროგრამა სავარაუდოდ, 2026 წლის 1 თებერვლიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება.

 

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს ევროპის კოლეჯი ფარავს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის (DG ENEST) დაფინანსებით.

 

პროგრამის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა გაფართოების რეგიონის დიპლომატებს და/ან საჯარო მოხელეებს და მათ კოლეგებს შორის ევროკავშირიდან, რაც განხორციელდება სოლიდარობის სულისკვეთების („esprit de corps“) ჩამოყალიბებით და ცოდნის გაღრმავებით ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში.

 

 

ევროკავშირის დიპლომატიური პროგრამა გაფართოების რეგიონისთვის არის ხუთთვიანი სრულგანაკვეთიანი რეზიდენტურის პროგრამა, რომელსაც განახორციელებს ევროპის კოლეჯის ბრიუგეს (ბელგია) კამპუსი – მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტი დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში სპეციალიზაციით ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში. შესაბამისად, პროგრამის გასავლელად აუცილებელია ბრიუგეში ფიზიკურად ყოფნა ხუთი თვის განმავლობაში.

 

სასწავლო გეგმა მოიცავს აქტივობებს, რომლებიც განხორციელდება ევროკავშირის დიპლომატიურ აკადემიასთან ერთად; აქტივობებს აფინანსებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS).

 

კონკურსი სპეციალურად არის შემუშავებული ყველა დიპლომატის და/ან საჯარო მოხელისთვის, რომლებიც საქმიანობენ საგარეო პოლიტიკის და ევროკავშირში გაწევრიანების სფეროში შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, კოსოვო*, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა და თურქეთი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ 15 ნოემბრამდე (18:00 ცენტრალური ევროპის დროით).

 

სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.