Loading...

საგრანტო კონკურსი ,,ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ აცხადებს.   კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ცხადდება და მიზანს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების...
17 აგვისტო 2025
საგრანტო კონკურსი ,,ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ აცხადებს.

 

კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ცხადდება და მიზანს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც არაფორმალური განათლების გზით, ორგანიზაციულ გაძლიერებას გულისხმობს.

 

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 400 000 ლარი. მაქსიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს.

 

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-1@youthagency.gov.ge.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.