Loading...

კონკურსი ახალგაზრდებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს” მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან...
8 ივლისი 2025
კონკურსი ახალგაზრდებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს” მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

განაცხადები უნდა მიეწოდოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge

 

კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით. 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ ბმულზე.

Share this article

Leave a Reply

Your email address will not be published.